საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შშმ პირთა საკითხებისკვლევის  ცენტრის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს  შშმ პირთა სოციალურ ინკლუზიას. ამ პროცესში  მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს კვლევებზე დაფუძნებული მტკიცებულებების შექმნა შშმ პირებისთვის საჭირო მომსახურებების დასანერგად. შესაბამისად, ჩვენი ცენტრის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სწორედ რელევანტური კვლევების ჩატარება და მისი შედეგების გავრცელება წარმოადგენს. 

შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრს განხორციელებული აქვს შემდეგი კვლევითი პროექტები:

  • 2019 წ. - გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტი „ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სერვისების გაუმჯობესება“.
  • 2019- 2020 წწ. - კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა ხანდაზმულებისთვის საქართველოში – არსებული სერვისები და ძირითადი საჭიროებები.
  • 2018 წ. - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანsებული კვლევითი პროექტი „ შშმ პირთა დასაქმების მხარდამჭერი მომსახურებების გაუმჯობესება“.
  • 2015-2016 - ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ დაფინანსებული კველვითი პროექტი“ შშმ პირთა დასაქმება საქართველოში – პოლონეთის, ჩეხეთისა და უნგრეთის მაგალითზე“.

2019 წელს შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრის მიერ მომზადებულმა საპროექტო განაცხადმა „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ (Curriculum Innovation for Social Inclusion (CISI) ერაზმუს+ პროგრამის დაფინანსება მოიპოვა. პროექტი ხორციელდება  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე და მიზნად ისახავს მასაწავლებლის მოსამზადებელი აკადემიური პროგრამის კურიკულუმის გამრავალფეროვნებას იმ კურსებით, რომლებიც მომავალ მასწავლებლებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან ეფექტურად მუშაობისთვის საჭირო ცოდნასა და უნარებს მისცემს. ასევე, პროექტის ფარგლებში დაინერგება სპეციალური მასწავლებლის მოსამზადებელი 60 კრედიტიანი სასერთიფიკატო პროგრამა.